2004 წლიდან ჩვენი კომპანია საქმიანობს მშენებლობის, სამშენებლო-სარემონტო და ინდუსტრიული დანიშნულების პროდუქციის იმპორტის, რეალიზაციის და მათთან დაკავშირებული მომსახურების მიმართულებით.

 

რაც შეეხება მშენებლობას, მირა რეზიდენსი დიდუბეში ჩვენი მესამე პროექტია ბათუმის 12 და 16 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსების შემდეგ.  უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები, ხარისხის უწყვეტი კონტროლი, მომავალი მაცხოვრებლების მოთხოვნილებების მაქსიმალურად გათვალისწინება - ესაა საფუძველი ჩვენი ყოველი შემდგომი პროექტის. ამ ხედვითა და წლების განმავლობაში შეძენილი გამოცდილების საფუძველზე იქმნება მირა რეზიდენსი დიდუბეში, რომელიც შესაძლოა მალე თქვენი სახლი გახდეს.

 

ჩვენთან ურთიერთობისას შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ არ ხართ ერთი უბრალო, მორიგი კლიენტი. თქვენ ხართ განსაკუთრებული და ჩვენი ურთიერთობა ახალი, საინტერესო მომავლის დასაწყისი იქნება. ახალი სახლი, ცხოვრების ახალი ეტაპი, ცხოვრების ახალი სტილი... და ჩვენ მოხარულები ვიქნებით თუ ამ თქვენი მომავლის ნაწილად ვიგრძნობთ თავს.