თქვენი სახლი უნდა იყოს მყუდრო, კომფორტული, დაცული, ტრანსპორტით ადვილად მისადგომი, პარკინგით უზრუნველყოფილი, შეძლებისდაგვარად „მწვანე“, შეესაბამებოდეს თქვენი ცხოვრების სტილს, თანამედროვე, ახალ სტილს ...

ეს ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, თუმცა შეგვიძლია გითხრათ, რომ მირა რეზიდენსი თქვენს მოთხოვნილებებს სრულად ერგება. და კიდევ, მთავარი, არ უნდა დახარჯოთ იმაზე მეტი ვიდრე საჭიროა. ჩვენ ესეც გავითვალისწინეთ. მირა რეზიდენსი დიდუბეში თქვენთვის იქმნება.

 

ბინები

სინათლე და სითბო აუცილებელია თქვენი ბინისთვის. სახლი ისეა დაპროექტებული, რომ ყველა ბინა იღებს მზის სხივების აუცილებელ რაოდენობას, ხოლო ფასადის თბოიზოლაციის დახმარებით ზამთარში თქვენი ბინის გათბობის ხარჯებს მინიმუმამდე დაიყვანთ. ყველა ბინას აქვს იმ ზომის აივანი,  რომ აივანზე დროის გატარება ცხოვრების წესად აქციოთ.

 

სახლის ადმინისტრირება და დაცვა

მირა რეზიდენსში არ მოგიწევთ ფიქრი სადარბაზოს დალაგებაზე, უსაფრთხოებაზე, განათებაზე, ეზოსა და მიწისქვეშა ავტოფარეხის კეთილმოწყობაზე. თქვენი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის სახლს მოემსახურება ადმინისტრაცია და დაცვა. ეზო, ავტოფარეხი და სადარბაზოები აღჭურვილი იქნება დაცვის კამერებით.

 

ფასადი

საკუთარ სახლზე სიამაყით უნდა თქვათ, ეს ჩემი სახლია! ახლა წარმოიდგინეთ „ეს თქვენი სახლი“ ჩამორეცხილსაღებავიანი ფასადით. ჩვენთან ეს არ გემუქრებათ. კომპაქტ ლამინატით მოპირკეთებული ფასადი თქვენს სახლს ნამდვილად გამოარჩევს და დროსაც კარგად გაუძლებს.

 

მიწისქვეშა ავტოფარეხი

პარკიგნის პრობლემა ქალაქში სულ უფრო მწვავედ დგას. თქვენ ეს არ შეგაწუხებთ. სახლს აქვს ორდონიანი მიწისქვეშა ავტოფარეხი 80 ავტომანქანისთვის. ასევე, სახლის წინ 20 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომია მანქანის დროებით გასაჩერებლად.

 

მდებარეობა

რამდენიმე წუთის სავალზე დიდუბის, გოცირიძისა და წერეთლის მეტროს სადგურებიდან, სანაპიროს მთავარ სატრანსპორტო არხთან ორასიოდე მეტრში, წერეთლის გამზირიდან რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით - თქვენ ქალაქის შუაგულში იმყოფებით და იდეალურად ხართ ქალაქის ყველა ნაწილთან დაკავშირებული. რაც ასევე მნიშნელოვანია თქვენი კომფორტისთვის, სახლის მდებარეობა აგარიდებთ ტრანსპორტით გამოწვეულ ხმაურს.

 

უწყვეტი განათება

სადარბაზოებსა და ავტოფარეხში დამონტაჟდება სენსორული განათება. ელ. ენერგიის შეწყვეტის შემთხვევაშიც არ შეგექმნებათ პრობლემა, სახლს ექნება ალტერნატიური კვების წყარო - გენერატორი.

 

კეთილმოწყობილი ეზო

თქვენს განკარგულებაში იქნება 900 კვადრატული მეტრი ფართობის დაცული, კეთილმოწყობილი ეზო გამწვანებითა და საბავშვო კუთხით.

 

ჯანსაღი ცხოვრების წესი

ცხოვრების დატვირთული რიტმიდან გამომდინარე ჯანსაღი ცხოვრების წესი სულ უფრო რთული ხდება, ამიტომაც ერთი დეტალი შევიტანეთ მირა რეზიდენსის დაპროექტებისას. სახლს ექნება თანამედროვე ფიტნეს ცენტრი, სადაც სახლის მაცხოვრებლები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ. სამსახურში წასვლამდე რამდენიმე კილომეტრი სირბილი, გამაჯანსაღებელი შხაპი და საღამოს უფრო ინტენსიური ვარჯიში, თქვენი ცხოვრების წესად იქცევა.