სახლის კონსტრუქცია

მირა რეზიდენსი ორბლოკიანი შენობაა, 9 საცხოვრებელი, ერთი კომერციული და 2 მიწისქვეშა სართულით. საძირკველი ჩასხმულია 7 მეტრის სიღრმეზე, კლდოვან ქანებზე, რაც შენობის მაღალ სეისმურ მდგრადობას განაპირობებს. 

ფასადი

ფასადი მოპირკეთებდება უმაღლესი ხარისხის მასალებით, რომლებიც არა მარტო ვიზუალურ ეფექტს იძლევიან, არამედ გარემო პირობებს კარგად უძლებენ და დიდი დროის განმავლობაში ინარჩუნებენ პირვანდელ სახეს.

თეთრი კარკასის პირობები

ბინები ჩაბარდება დატიხრული, მოჭიმული იატაკით და შელესილი კედლებით. მეტალო-პლასტმასის გარე კარ-ფანჯარა და ვიტრაჟი იქნება ყავისფერი, მაღალი ხარისხის. სურვილის შემთხვევაში, ბინების შიდა დაგეგმარებისას გაითვალისწინება მყიდველის მოთხოვნილებები.   

სადარბაზო, ეზო და ავტოფარეხი

სადარბაზო და კიბეები მოპირკეთდება ბუნებრივი გრანიტით. ლიფტი იქნება თანამედროვე, მაღალი ხარისხის. სახლს ექნება 900 მ2 დაცული, კეთილმოწყობილი ეზო საბავშვო კუთხით. შენობის ქვეშ მოეწყობა ორდონიანი მიწისქვეშა ავტოფარეხი 80 ავტომანქანისთვის. სადარბაზოში, ეზოსა და ავტოფარეხში დამონტაჟდება სენსორული განათება და დაცვის კამერები. 

 

სახლი ჩაბარდება 2017 წლის ბოლოს.