გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი

არასწორი იმეილის ფორმატი

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია

საკონტაქტო ფორმა

მეტრო დიდუბე 5 წუთი

გამოფენა Expo Georgia 2 წუთი

მეტრო წერეთელი 6 წუთი

სადგურის მოედანი 10 წუთი

თავისუფლების მოედანი 13 წუთი

+995 598 937979

+995 032 2 937979

marketing@mira.ge

წყალტუბოს ქ. 8-10 , თბილისი

ნაჭრის ხე დარიჩინის სურნელოვანი ჯოხებით

ნაჭრის ხე დარიჩინის სურნელოვანი ჯოხებით

ყველა სეზონი, როგორც წესი დაკავშირებულია გარკვეულ სუნთან: გაზაფხული ახლად აყვავებულ მცენარეებთან, ზაფხული ოკეანესთან, შემოდგომა გოგრასთან, ზამთარი კი დარიჩინის და ნაძვის სურნელთან. ამ სურნელმა შესაძლოა გააღვიძოს მოგონებები და გავლენაც მოახდინოს თქვენს განწყობაზე. ეს არომატული ორნამენტები არა მხოლოდ გაალამაზებს თქვენს ნაძვის ხეს, არამედ ნაცნობი სურნელი განტვისრთვისა და დასვენების განწყობას შექმნის ოთახში. 

საჭირო ნივთები: 

  • სქელი მუყაო
  • მაკრატელი & ფანქარი

  • გამძლე ქსოვილი (მაგალითად როგორიცაა ტილო)

  • ჯუთის ან ბამდის წვრილი თოკი

  • საკერავი მანქანა (შესაძლებელია ხელით გაკერვაც)

  • პოლიესტერი ან ბამბა (შიგთავსისთვის) 

  • მთლიანი დარიჩინის ჩხირები

  • წებოს თოფი

 

ნაბიჯი 1 

გამოჭერით სამკუთხედის ფორმის მუყაო (დაახლოებით 12 სმ სიმაღლის). მოათავსეთ ქსოვილის არასწორ მხარეს და ფანქრით დატოვეთ სამკუთხედის ფორმის კვალი. 

ნაბიჯი 2

გამოჭერით ქსოვილზე ორი იდენტური სამკუთხედის ფორმა მაკრატლით.

ნაბიჯი 3

დააწყეთ ერთმანეთზე სამკუთხედები და მათ შორის მოათავსეთ თოკი, რომლითაც უნდა დაიკიდოს ნაჭრის ხე. დაამაგრეთ თოკის ბოლოები შიგნიდან, სამკუთხედის წვერთან. სამკუთხედები გადაკერეთ ერთმანეთზე გვერდებიდან, წვერი და ბოლო დატოვეთ ღია.

ნაბიჯი 4

ამოაბრუნეთ სამკუთხედი.

ნაბიჯი 5

შეავსეთ სამკუთხედი პოლიესტერით ან ბამბით. მოათავსეთ დარიჩინის ჯოხი შუაგულში ისე რომ სიმყარე შეინარჩუნოს.

ნაბიჯი 6

სამკუთხედის ბოლო გაკერეთ ან გამოიყენეთ წებოს თოფი. 

ეს არომატული ორნამენტები  შესაძლოა მორგებული იყოს თქვენს დეკორზე, ასევე შეგიძლიათ აჩუქოთ თქვენს საყვარელ ადამიანებს. რაც მთავარია მათ გამოყენებას მომდევნო წლებშიც შეძლებთ. 

 

წყარო: www.ehow.com

როგორ გავაკეთოთ ორიგინალური თარო მარტივად

როგორ გავაკეთოთ ორიგინალური თარო მარტივად

გსურთ შეავსოთ ცარიელი კუთხე ან კედელი რაიმე მარტივი და ახალი დეკორაციით? თოკზე ჩამოკიდებული თარო იდეალურია მისთვის ვისაც უყვარს ინტერიერის ხშირი ცვლილება და არ უყვარს კედლის დაზიანება ნახვრეტებით.

 

საჭირო ინვენტარი:

  • ბურღი
  • 5/8 ინჩიანი ბითსები
  • თოკი
  • მაღალი სიმძლავრის მაკრატელი
  • სამაგრები
  • საღებავი
  • საღებავის ჩოთქი
  • 2 მართკუთხრა სასურველი ზომის ხის ფანერი

ინსტრუქცია:

  1. თავდაპირველად ვიწყებთ ხის ფანერის მომზადებას. ფანერი შეგიძლიათ თავად დაჭრათ სასურველ ზომებად ან შეიძინოთ მზა მდგომარეობაში.
  2. დააწყეთ ხის ნაჭრები ერთად და დაამაგრეთ სამაგრით.
  3. დამაგრებული ხის ნაჭრები გახვრიტეთ ისე, რომ სასურველი თოკის სისქე თავისუფლად მოთავსდეს ყოველ კუთხეში. ამ შემთხვევაში 3/8 ინჩიანი სისქის თოკისთვის ვიყენებთ 5/8 ინჩიან ბურღს.

თუ გაგიჭირდათ ორი ფანერის ერთად გახვრეტა შეგიძლიათ თითოეული კუთხე მონიშნოთ და ცალ–ცალკე გახვრიტოთ. გაითვალისწინეთ, რომ სიზუსტე აუცილებელია, რათა თარო დეფორმირებული არ იყოს.

  1. ნახვრეტების გაკეთების შემდეგ შეგიძლიათ შეღებოთ ხის ნაპირები მხიარული და ნათელი ფერის საღებავით. ეს ნაწილი ნებაყოფლობითია და თქვენი კრეატიულობის გამოყენებაც საჭიროა. შეგიძლიათ შეღებოთ მხოლოდ ნაპირები, მთლიანად თარო ან დატოვოთ ბუნებრივი ფერი თქვენი ინტერიერის შესაბამისად.
  2. შემდეგ, ოთხ თანაბარ ზომად ვჭრით თოკს. თოკის სიგრძეში უნდა გაითვალისწინოთ როგორც ნასკვის ზომა, ასევე ჭერიდან სასურველი დაშორება. ზომები დამოკიდებულია ჭერის სიმაღლეზე და რა სიმაღლეზე გსურთ, რომ დაიკიდოს თქვენი თარო. გაითვალისწინეთ ეს ზომები თოკის მოჭრამდე.

 

გახსოვდეთ, რომ თოკის დამოკლებას ყოველთვის შეძლებთ, მაგრამ სიგრძის დამატებას ვეღარ შეძლებთ. უკეთესია იყოს გრძელი და არა მოკლე.

 

  1. თაროს ასაწყობად განასკვეთ თოკი და გაატარეთ თაროს ძირი. გააკეთეთ მეორე კვანძი იმ დაშორებით, სადაც გსურთ რომ დამაგრდეს თაროს ზედა ნაწილი. გაზომეთ ეს დაშორებები და გაიმეორეთ იგივე დარჩენილ სამ თოკზე.
  2. საბოლოოდ შეკარით ერთად არსებული თოკები და განასკვეთ. თუ თარო საკმარისად გრძელია, შეგიძლიათ ჩამოკიდოთ პირდაპირ ჭერიდან.

 თაროს დასაკიდებლად დაგჭირდებათ კედელზე ან ჭერზე არსებულ კაუჭი. თარო დაკიდეთ კედელთან ახლოს რომ არ იტრიალოს.

და ბოლოს, შეარჩიეთ ნივთები რომელთა განთავსებაც გსურთ და თქვენი თარო მზად არის!

წყარო: www.homedit.com